რეგიონში სტაბილურობა დიდწილად ბაქოს და მოსკოვის ურთიერთობებზეა დამოკიდებული – ალიევი

“სტაბილურობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიდწილად ბაქოსა და მოსკოვის მჭიდრო ურთიერთობებზეა დამოკიდებული”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.
ალიევის განცხადებითვე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები დეტალურად განიხილეს ვიწრო ფორმატში პუტინთან შეხვედრაზე.
“წინა წლის სექტემბრის შემდეგ რეგიონში სრულიად ახალი ვითარება დადგა. აზერბაიჯანმა მთლიანად აღადგინა საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ბუნებრივია, ახალი სიტუაცია ახალ შესაძლებლობებს ხსნის სამხრეთ კავკასიაში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად”, – განაცხადა ალიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს