რეგიონში, ერევნის შემდეგ, თბილისში ცხოვრების ხარჯების ინდექსი ყველაზე მაღალია – Numbeo

გლობალური მონაცემთა ბაზა Numbeo, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს ქალაქებში ცხოვრების ხარჯების ინდექსს აანალიზებს, ამჟამად 549 ქალაქის მონაცემები შეისწავლა და 5 ინდიკატორის საფუძველზე (სამომხმარებლო საქონლის, კვების, კაფეებისა და რესტორნებში ვიზიტების, ასევე სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები) ცხოვრების ხარჯების ინდექსი გამოაქვეყნა.
Numbeo-ს მიხედვით ყველაზე ძვირი ცხოვრების ხარჯები ბერმუდას დედაქალაქ ჰამილტონშია (ცხოვრების ხარჯების ინდექსი – 139,7). მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი ატლანტის ოკეანის შუაგულში მდებარეობს. ჰამილტონის მოსახლეობა დაახლოებით ათასი მოსახლეა და ის ძირითადად მდიდარი ხალხითაა დასახლებული. ამავდროულად, არქიპელაგზე დარეგისტრირებულია დიდი რაოდენობით სადაზღვევო კომპანია და ბანკები.
ჰამილტონს მოსდევს 3 შვეიცარიული ქალაქი: ციურიხი (123,1), ბაზელი (122,6) და ლოზანა (117,9). აღსანიშნავია, რომ ათეულში სულ 5 შვეიცარიული ქალაქია, 4 მათგანი კი -დანაა.
ყველაზე დაბალი საცხოვრებლის ხარჯების მქონე ქალაქების რეიტინგის პირველ სამეულში სამივე ქალაქი – ყარაჩი, ლაჰორი და ისლამაბადი, საა, ათეულში 6 ქალაქი ინდოეთს ეკუთვნის.
თბილისი რეიტინგში, სადაც 549 ქვეყანაა თავმოყრილი, 246-ე ადგილზეა და მისი ცხოვრების ხარჯების ინდექსი 39.3-ია. ამასთან, საქართველოს დედაქალაქის შემთხვევაში მსყიდველობითი უნარის ინდექსი 27.1-ია. შედარებისთვის, ცხოვრების ღირებულება და მსყიდველობითი უნარის ინდექსები ნიუ იორკში 100 და 100-ია, ათენში – 56 და 44, მადრიდში – 51 და 100.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ერევანი 241 ადგილზეა (40.8), აზერბაიჯანი – 291-ზე (33.5), სტამბოლი – 267-ზე (36.4), მოსკოვი – 268-ზე (36.3), – მე-300 (32.3). ამ მონაცემებით, რეგიონში სომხეთის დედაქალაქის შემდეგ, თბილისში ყველაზე მაღალია ცხოვრების ხარჯების ინდექსი.
ყველაზე მაღალი ცხოვრების ხარჯების მქონე ქალაქების ათეული ასეთია:
1. ჰამილტონი, ბერმუდა 137.0;
2. ციურიხი, შვეიცარია 122.2;
3. ბაზელი, შვეიცარია 121.8;
4. ლოზანა, შვეიცარია 117.9;
5. სან-ხოსე, აშშ 114.8;
6. ჟენევა, შვეიცარია 109.6
7. სან-ფრანცისკო, აშშ 109.3
8. ბერნი, შვეიცარია 107.6
9. ვაშინგტონი, DC, შეერთებული შტატები 102.6
10. ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, შეერთებული შტატები 100.0
ყველაზე დაბალი ცხოვრების ხარჯების მქონე ქალაქების ათეული ასეთია:
1. ყარაჩი, პაკისტანი 19.3;
2. ლაჰორი, პაკისტანი 19.5;
3. ისლამაბადი, პაკისტანი 20.3;
4. კოიმბატორი, ინდოეთი 20.4;
5. კოჩი, ინდოეთი 20.9;
6. ლაკნაუ (ლახნაუ), ინდოეთი 21.0;
7. ლაგოსი, ნიგერია 21.6;
8. კოლკატა, ინდოეთი 21.6;
9. ბუბანესვარი, ინდოეთი 21.9;
10. სურატი, ინდოეთი 22.2.