რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინსიტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან მოლაპარაკებების დროს თქვა, რომ რეგიონული პლატფორმა 3+3 სულ უფრო ხელშესახები და პერსპექტიული ხდება.
“ეს არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინიციატივა და ის სულ უფრო ხელშესახები ხდება. საუბარია სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაზე და მათ სამ მეზობელზე. ძალიან პერსპექტიული ფორმატია“, – თქვა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ ფორმატში 3+3 აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი და სომხეთი არიან ჩართულები.
ბოლოს, საქართველომ ფორმატში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.