“რეგიონული მედია სულ მარტო აღმოჩნდა პრობლემების პირისპირ” – ირაკლი ვაჩიბერაძე

ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე:
კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა რეგიონული მედიაში! ამოქმედებული კანონების შემდეგ რეგიონული მედია სულ მარტო აღმოჩნდა პრობლემების პირისპირ. არადა ყველაზე დიდი მოკავშირე ადგილზე მცხოვრები ადამიანების, სწორედ რეგიონული მედიაა. ასევე სამწუხარო ისაა, რომ მსხვილი კომპანიების პიარის ხელმძღვანელებს არც წარმოუდგენიათ რეგიონულ მედიასთან თანამშრომლობა. მათი ქსელების დიდი ნაწილი სწორედ რეგიონებში ფუნქციონირებს, ხსნიან ფილიალებს კონკრეტულ ქალაქებში, საინფორმაციო ნიუსებს კი მსხვილ მედიებში ავრცელებენ, ისე რომ არც ინტერესდებიან მივა თუ არა კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებამდე. დაუდექით გვერდით რეგიონულ მედიას, გადარაჩინეთ ის. Info imereti იმერეთის ახალი ამბების სააგენტო!