რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

31 ივლისს რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ს თეატრის სეზონი საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლ „ქარიშხლით” დასრულდა. წარმოდგენა ანშლაგით ჩატარდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი მეათე, საიუბილეო წელს აღნიშნავს. 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ღონისძიებებს სენაკისა და ფოთის მუნიციპალიტეტები მასპინძლობენ. ფესტივალში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთიდან ჩამოსული თეატრალური დასები მონაწილეობენ. ფესტივალი 26 ივლისს ფონდ „ქართუს” მხარდაჭერით განახლებულ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნა ათწლიანი ისტორიის ამსახველი კატალოგის პრეზენტაციით და 1 აგვისტოს ფოთში კონცერტით დასრულდება, მანამდე კი მაყურებლის წინაშე პოლონური დასი წარდგება. ფესტივალს რეგიონის საზოგადოებასთან ერთად მიწვეული სტუმრები – რეჟისორები, თეატრის კრიტიკოსები, თეატრისა და კინოს მსახიობები ესწრებოდნენ. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს”, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინელი ჭანკვეტაძე.
ინფორმაციისთვის: რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტრომ 2015 წელს ფოთში დააფუძნა, მას შემდეგ წარმატებით იმართება და ყოველწლიურად ახალ და საინტერესო წარმოდგენებს სთავაზობს მაყურებელს.