„რეგიონებში სასურსათო მარაგის კუთხით პრობლემები, ამ ეტაპზე, არ არის“- ლაშა რიჟამაძე

„რეგიონებში სასურსათო მარაგის კუთხით პრობლემები, ამ ეტაპზე, არ არის“- ლაშა რიჟამაძე
მეექვსე დღეა დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან. დიდთოვლობის გამო ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი. უხვი ნალექის გამო, ს ნაწილს გაზი და დენი არ მიეწოდება. შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტიც. ამ დრომდე, 6000 აბონენტს შეზღუდული აქვს ელექტროენერგიის მიწოდება ფოთშიც. იმერეთში 42 სოფლის გზა ამ დრომდე ჩაკეტილია.
სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ პრობლემებია მაღაზიათა ქსელების სურსათით მომარაგების მხრივაც. მოქალაქეები წერენ, რომ სასურსათო მაღაზიებში დახლების ნაწილი ცარიელია.
როგორც საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციაში „კომერსანტ“ უთხრეს, დიდთოვლობის გამო გარკვეული პროდუქციის მიწოდებაზე, შესაძლოა შეზღუდვები იყოს, თუმცა ამ ეტაპზე, ეს პრობლემა დღის წესრიგში არ დგას.
რაც შეეხება სოფლების მომარაგებას, ეს ადგილობრივ დონეზე ორგანიზდებოდა და ასოციაცია მოკვლევის ეტაპზეა.
„კომპანიებს შეფერხებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, მით უმეტეს რეგიონების მომარაგება სისტემატურად ხდებოდა, სასურსათო მარაგის კუთხით პრობლემები, ამ ეტაპზე არ არის.
როგორც ასეთი, რომ სასურსათო მარაგი არ იყოს, ეს პრობლემა არ შექმნილი.
სოფლების მომარაგების ნაწილს რაც შეეხება, სოფლებში ადგილობრივ დონეზე ხდებოდა მომარაგება, მუნიციპალიტეტებში ჩადიოდა პროდუქცია და შემდეგ ცენტრებიდან ნაწილდებოდა. რამე შეფერხება სოფლებში არის თუ არა, ეს კითხვა დასმული გვაქვს და ჩვენც პასუხს ველოდებით“,- აღნიშნა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ