ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს ჯამში 51 ახალი ავტობუსი გადაეცემათ. ახალი ავტობუსები კონტრაქტორმა კომპანიამ რუსთავში ჩაიყვანა, სადაც ასევე ჩასულია მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.
რეგიონების მიხედვით ავტობუსები ასე გადანაწილდა:
· მარნეული – 4;
· დმანისი – 3;
· ბორჯომი – 6;
· რუსთავი – 20;
· მცხეთა – 10;
· ბოლნისი – 4;
· თეთრი წყარო – 3.
„ისუზუს“ 8-მეტრიანი ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და გათვლილია 47 მგზავრზე. სამთავრობო პროექტით, 38 მუნიციპალიტეტისთვის სულ 154 ავტობუსის შეძენა იგეგმება.
