რეგიონები, სადაც მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება – სააგენტო

13 ივლისის დილამდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას