რებრენდინგის შემდეგ, „PSP დაზღვევა“ მომხმარებლების წინაშე „ვაიზერის“ სახელით წარდგა.
სადაზღვევო ბაზარი ახალ ეპოქაში გადადის- მომხმარებლები მხოლოდ კომპენსაციას აღარ ელიან, ისინი პარტნიორ ბრენდს ეძებენ, რომელიც მათ ცხოვრების სტილსა და ფინანსურ უსაფრთხოებას დაეხმარება. სწორედ ამ ცვლილებების ფონზე, პსპ დაზღვევა 15-წლიანი გამოცდილების შემდეგ ახალ იდენტობას იძენს და საზოგადოებას სრულიად ახალ ბრენდს – „ვაიზერს“ – წარუდგენს, რომელიც ცოდნის, გამბედაობისა და თავისუფლების სიმბოლოა.
პსპ-ს მარკეტინგის მენეჯერის, თეკლა ნადიბაიძის ინფორმაციით, „ვაიზერის“ მიზანი არა მხოლოდ სახელის, არამედ თავად ბაზრის წესების შეცვლაა.
,,ბოლო წლების განმავლობაში, დაზღვევის სფერო ძალიან სწრაფად იცვლება, მომხმარებლები უკვე აღარ ელიან მხოლოდ კომპენსაციას სადაზღვევო კომპანიებისგან, ისინი ელიან პარტნიორ ბრენდს, რომელიც მათი ცხოვრების სტილს, ფინანსურ უსაფრთხოებასა და განვითარებას დაუჭერს მხარს. ყველა დიდი ბრენდის არსებობის ისტორიაში დგება ცვლილებების საჭიროება და კომპანიებიც ცდილობენ, განახლებული სახით წარდგნენ საზოგადოების წინაშე.
პსპ დაზღვევის 15-წლიანმა გამოცდილებამ მოგვცა იმის გამბედაობა, რომ ახლებურად შეგვეხედა სადაზღვევო ბაზრისთვის და შეგვეთავაზებინა სრულიად ახალი გამოცდილება. „ვაიზერი“ არის სიმბოლო ამ ხედვის, რომელიც აერთიანებს ცოდნას, გამბედაობასა და თავისუფლებას.
„ვაიზერი“ არის ბრძენი თანამგზავრი ყველასთვის, ვინც არ უშინდება ცვლილებებს, ეძებს სიმართლეს და თამამად იღებს გადაწყვეტილებებს.
არ იცვლება მხოლოდ სახელი, ეს მხოლოდ დასაწყისია. ბრენდის მთავარი ამბიციაა, შეცვალოს სადაზღვევო ბაზრის წესები, შექმნას ისეთი პროდუქტები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას რეალურად გაამარტივებს”,- აღნიშნა პსპ-ს მარკეტინგის მენეჯერმა თეკლა ნადიბაიძემ რადიო კომერსანტის ეთერში.
