“რეალში” არასდროს ვითამაშებ – იამალმა “ბარსელონას” ფანებს პირობა მისცა

“ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების 16 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა პირობა დადო, რომ “რეალში” არასდროს ითამაშებს.
“ბარსელონას” ფეხბურთელობის გარდა, მე ამ გუნდის ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი ვარ. ამიტომ, შემიძლია გითხრათ, რომ “რეალში” არასდროს ვითამაშებ”, – ციტირებს იამალს Marca.
გასულ სეზონში იამალმა პრიმერას 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.