“რეალურად, მტკიცებულებას, რომელიც ჩემ მიმართ წარადგინეს, მე წარვადგენდი ჩემი თავის დასაცავად, რომ მქონოდა” – ნატალია ყიფშიძე

საქალაქო სასამართლოში გრძელდება იმ პირთა პროცესები, რომელთაც საპროტესტო აქციებზე კანონდარღვევას ედავებიან. დღეს 10-ზე მეტი პირის სასამართლო გაიმართება.

საუბარია ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლზე, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ წესის დარღვევას გულისხმობს. 5 პირს სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ბრალი მსახიობ, ნატალია ყიფშიძესაც დაედო, რომელმაც კომენტარი მედიასთან გააკეთა.

“იყო ორი ვიდეო. ერთში ვჩანდი მე და ათიათასობით ადამიანი. რეალურად, მტკიცებულებას, რომელიც მათ წარადგინეს ჩემ მიმართ, მე წარვადგენდი ჩემი თავის დასაცავად, რომ მქონოდა მე და ეგ აღვნიშნე კიდეც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, იმიტომ, რომ ალოგიკური იყო საერთოდ ყველაფერი. ჩვეულებრივად, სპექტაკლი ვითამაშეთ,“ – აცხადებს მსახიობი ნატალია ყიფშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა