რეალურად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის დასასრული, ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მძიმე შრომის მხოლოდ დასაწყისია –

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის საფუძველზე დაიწყება – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი. იმედოვნებს, რომ მუშაობის პროცესი იქნება ინკლუზიური და კონსტრუქციული.
“9 ნაბიჯი დაადგინა ევროკომისიამ და შეათანხმა ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ ევროკავშირის ისტორიულ სამიტზე, რომელზედაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ახლა ჩვენ წინ უნდა წავიდეთ, რეალურად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის დასასრული. ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მძიმე შრომის მხოლოდ დასაწყისია. იმედი გვაქვს, მუშაობა დაჩქარდება, რომ იქნება ინკლუზიური, კონსტრუქციული და მოხდება საქართველოს შეფასება და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ეტაპზე, კერძოდ, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, რაც შეიძლება სწრაფად გადავალთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს მოხდება 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის საფუძველზე”, – აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია