„ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა:
„სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოს მკვლელობის მცდელობის შემდეგ ევროპის საზოგადოების უმრავლესობამ თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობას უარი უთხრა და თან სასტიკად დაამარცხა. როგორც ჩანს, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები ამაზე ძალიან გაღიზიანდნენ და უკვე რადიკალურ ქმედებებზე გადავიდნენ. სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი აღმოჩნდა. ეს უკვე საბოლოოდ ფარდის ჩამოხსნაა. უცხოური ძალა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც კი მას ეწინააღმდეგება, არენაზე უკვე გამოჩნდა მკვლელობების მცდელობებით.კარგად ვიცით, ტრამპის პოლიტიკა, რომელიც ემხრობა, რომ კაცი კაცად და ქალი ქალად დარჩეს, ასევე ემხრობა მშვიდობას და ამბობს, რომ ხელს შეუწყობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. რეალურად, ესროლეს მშვიდობას, ოჯახურ ტრადიციებს და ამას ვინ გააკეთებდა? რა თქმა უნდა, ის „გლობალური ომის პარტიები“, რომელთაც სურთ, უკრაინაში ომი არ დამთავრდეს, საქართველოში დაიწყოს ომი და ასე შემდეგ“