რეალურად ამ ცვლილებით “ქართული ოცნება” იწესებს თავის თავზე შეზღუდვას – არჩილ თალაკვაძე პარტიების დაფინანსების ცვლილებაზე

პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებები პარლამენტში ისევ ურთიერთბრალდებების მიზეზია. ოპოზიცია პროექტს მხარს არ უჭერს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ სიახლე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.
მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამ ცვლილებით “ქართული ოცნება” უფრო იწესებს შეზღუდვას, ვიდრე ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას შეექმნება საფრთხე.
“თქვენ იყავით ოპოზიცია, რომელიც შიგნით თუ გარეთ ასაჩივრებდით და აპროტესტებდით კომპანიების მიერ შემოწირულების გაკეთების შესაძლებლობას, ამბობდით, რომ ეს აძლევდა უპირატესობას “ქართულ ოცნებას” და ახლა ისევ თქვენ ხართ ადამიანები, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, თითქოს გასუსტებთ თქვენ და თითქოს ეს მიმართულია ოპოზიციის დასასუსტებლად. რეალურად ამ ცვლილებით ხელისუფლება და “ქართული ოცნება” იწესებს თავის თავზე შეზღუდვას, ვიდრე თქვენ რაიმეთი გასუსტებთ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მმართველი გუნდის წევის ს განცხადების ოპოზიციური პარტიების წევრები თავის ამომრჩეველს ვერ უხსნიან რატომ აქვს მათ დაბალი რეიტინგი და სურთ რომ საარჩევნო ბარიერი გადალახონ
“ოპოზიცია ყოველთვის წვალობს, მათ აქვთ ერთი ეგზისტენციალური პრობლემა, ვერასოდეს ვერ უხსნიან თავიანთ ამომრჩეველს რატომ აქვთ მათ დაბალი რეიტინგი და რატომ ვერ ამართლებენ მათ იმედებს. სინამდვილეში, ეს ყველაფერი დაფინანსების წესის ცვლილებასთან ან არ ცვლილებასთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ მათ უნდათ, რომ ბარიერი გადავალახინოთ და მეტი არაფერი, ბუნებრივია ეს ვერ მოხდება”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე გლდანის ციხეზე: ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი. ყოველი დღე ვიღაცის კვნესით, ტირილით, კივილით იწყებოდა -მარტო იქ ყოფნა განადგურებდა

გურამ მაჭარაშვილი ელჩებს – 4 თვეა კომისიის სხდომები მიმდინარეობს და დღემდე არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მათ მიერ მონათლულ „ ევროპული ღირებულების“ პარტიას დაუჭიროს მხარი- ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რასაც აუცილებლად ექნება პასუხი

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგზე და მუცელზე, რომ საბოლოოდ, მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ – მიწაზე ვიწექით, ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან დახტუნავდნენ ჩვენზე

მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა იქიდან უთხრეს არ გაისროლოო, დიდი გაურკვევლობა იყო, ჩანდა ჩვენი დაკავება მათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა