“რეალმა” ხოსელუს დუბლით “ხეტაფე” დაამარცხა

ლა ლიგის მე-20 ტურის გადატანილ მატჩში „რეალმა“ გასვლაზე „ხეტაფეს“ 2:0 სძლია.
დუბლი 33 წლის თავდამსხმელმა ხოსელუმ შეასრულა, რომელმაც ჩემპიონატზე ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა.
„რეალის“ ვეტერანმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა, რომელიც კარიერის დასრულებას აპირებს, შეუცვლელად ითამაშა.
“სამეფო გუნდის” ფეხბურთელმა ანტონიო რიუდიგერმა მუხლის ტრავმა მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს. ახლა მადრიდელებს მწყობრში მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველი ჰყავთ – ნაჩო.
„რეალმა“ პრიმერაზე ზედიზედ 6 გამარჯვება მოიპოვა, 57 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ჟირონას“ 2 ქულით უსწრებს და 5 თებერვალს „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.
გოლები: 0:1 ხოსელუ (14), 0:2 ხოსელუ (56)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში