“რეალმა” მბაპეს უფლება მისცა, თავად გადაწყვიტოს, როდის გაოფიციალურდეს ტრანსფერი

დიდი ალბათობით, “პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავი კილიან მბაპე კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს, ფრანგი “სამეფო კლუბს” სეზონის დასრულების შემდეგ უფასოდ შეუერთდება.
Marca-ს ინფორმაციით, ფრანგმა “რეალთან” 5 წლიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა, ფლორენტინო პერესმა ფეხბურთელს უფლება მისცა, რომ ტრანსფერის გადაწყვეტის თარიღი თავად გადაწყვიტოს.
გამოცემის ცნობით, კილიანი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ივნისის პირველ კვირაში აცნობებს, რადგან ფრანგს სურს, რომ ევროპის ჩემპიონატზე სრული კონცენტრაციით ითამაშოს.
მიმდინარე სეზონში მბაპემ “პარი სენ ჟერმენის” რიგებში ყველა ტურნირზე ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 39 გატანილი გოლითა და 8
შედეგიანი პასით გამოიჩინა.