“რეალმა” “მალიორკას” მძიმე მატჩი მოუგო

ლა ლიგის მე-19 ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „მალიორკას“ 1:0 სძლია.
სტუმრები საკმაოდ აქტიურები იყვნენ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ორჯერ ბურთი ძელს გაარტყეს. თუმცა, შემდეგ ინიციატივა მასპინძლებმა დაიბრუნეს, ცარიელ კართან ნახტომში თავით ბურთი ძელს როდრიგომ გაარტყა. ცოტა ხანში კი რიუდიგერმა გაიტანა და “სამეფო გუნდს” გამარჯვება მოუტანა.
„რეალი“ 48 ქულით პირველ ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 7 იანვარს გასვლაზე თასზე ქვედალიგურ „არანდინასთან“ ჩაატარებს. დღეს “ჟირონა” “ატლეტიკოს” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში “რეალს” დაეწევა.
რეალი – მალიორკა 1:0
გოლი: რიუდიგერი (78)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში