“რეალმა” კროოსს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზა

მადრიდის “რეალი” ტონი კროოსს კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებას სთავაზობს, ამის შესახებ ინფორმაციას Cadena Ser-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ზაფხულში “ბლანკოსი” ახალ ნახევარმცველს არ დაიმატებს და თანამშრომლობის გაგრძელებას 34 წლის ნახევარმცველთან ეცდება.
გამოცემის ინფორმაციით, კროოსს სეზონის ბოლოს კარიერის დასრულება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მისი გადარწმუნება “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მოახერხა.
შეგახსენებთ, კროოსი “რეალს” 2014 წელს, მიუნხენის “ბაიერნიდან” შეუერთდა.