ლა ლიგის მე-9 ტურში “რეალმა” “ვილიარეალს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის მიწურულს უმძიმესი ტრავმა მიიღო მადრიდელთა მცველმა დანი კარვახალმა, რომელიც საკაცით გაიყვანეს.
“სამეფო გუნდმა” დღეს ესპანელი მცველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ნავარაუდევი იყო, 32 წლის უკანახაზელისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.
“ბლანკოსის” განცხადებაში ნათქვამია, რომ კარვახალმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, ოპერაციის გაკეთება მოუწევს და აღდგენას რამდენიმე თვე დასჭირდება.