“რეალი” ოდეგორის დაბრუნებას განიხილავს

მადრიდის “რეალი” “არსენალის” კაპიტნის, მარტინ ოდეგორის დაბრუნებას განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ეკრემ კონური ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ბლანკოსი” მზადაა 25 წლის ნორვეგიელის სანაცვლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “არსენალს” შეთავაზება გაუკეთონ. ოდეგორის დამატება “პარი სენ ჟერმენსაც” სურს, თუმცა კონური აღნიშნავს, რომ “მეთოფეთა” კაპიტანი უახლოეს პერიოდში კლუბის შეცვლას არ გეგმავს და ტრანსფერის გაჩარხვა რთული იქნება.
შეგახსენებთ, ოდეგორი “სამეფო კლუბის” ღირსებას 2015/2021 წლებში იცავდა, შემდეგ კი “არსენალს” 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა “მეთოფეთა” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 30 მატჩი გამართა, თავი
კი 7 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ოდეგორს “არსენალთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში