Bild წერს, რომ “რეალი” და კილიან მბაპე პირადი კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანხმდებიან. მადრიდელები მზად არიან, გადასახადების გარეშე ფეხბურთელს წლიურად 35 მილიონი ევრო გადაუხადონ.
ფრანგი ამ ანაზღაურებაზე უარზეა და ორჯერ მეტს, 70 მილიონ ევროს ითხოვს, რაც მოლაპარაკებებში დიდ სირთულეებს იწვევს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მბაპე თავისუფალი აგენტი გახდება და “რეალს” მისი ხელში ჩაგდება უფასოდ შეეძლება.