„ჩელსის“ მცველები რის ჯეიმსი და ლივაი კოლუილი დარწმუნებული არიან, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ-ს დაამარცხებენ.
ჯეიმსი: „ეს უმაღლესი დონის მატჩი იქნება. ჩვენი მეტოქე ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ეს ფინალია, ერთი შეხვედრაა. მათ ყველა ფავორიტად მიიჩნევს, თუმცა მე ბევრ ფინალში მივიღე მონაწილეობა, სადაც ფავორიტები ვიყავით და ვერ გავიმარჯვეთ. ასე რომ, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ყველა პარიზულ გუნდზე საუბრობს, თუმცა სათანადოდ ვართ მომზადებული და მოვიგებთ.
მძიმე დაპირისპირება იქნება. არასწორად არ გამიგოთ. მგონია, ბევრს გავაკვირვებთ. აქამდე გრძელი გზა გამოვიარეთ და თამაშს მოუთმენლად ველით.
კოლუილი: „რა თქმა უნდა, პსჟ ძალიან კარგი გუნდია, პატივს ვცემთ. „რეალთან“ მათი მატჩი ვნახეთ, მაგრად ითამაშეს. ჩვენ სხვა გუნდი ვართ და საკუთარი თავის გვჯერა. „რეალისგან“ განვსხვავდებით, „ინტერისგანაც“, რაღაც სხვას ვაჩვენებთ. ისინი ჩვენსავით პრესინგს ვერ მიმართავენ და ვერ თამაშობენ. ჩვენთან ყველაფერი სრულიად სხვაგვარად იქნება.
გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. სწორედ ამ მხრივ ვართ ძლიერები. ფინალში საკუთარ სტილში ასპარეზობით გავედით და რაიმე რატომ უნდა შევცვალოთ? შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ და ამის დამტკიცება გვსურს. გუნდის მჯერა, რადგან ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეგვიძლია“.
· თქვე კვერცხებო 😂😅🤣
[PHOTOS] 11 წლით უმცროსი რუსი მოდელი – ვინ არის ალექსის სანჩესის ახალი სიყვარული
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: “დორტმუნდის” საოცარი ქამბექი – “აიაქსი” მსაჯმა გაწირა [VIDEO]
რის ჯეიმსი დიდი ალბათობით, მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს
რის ჯეიმსმა “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა
დონარუმა ხვალ პსჟ-ში ბოლო მატჩს ჩაატარებს?
