ესპანური AS-ის ინფორმაციით, “რეალის” შემტევმა როდრიგომ შესაძლოა, მომავალი ელ კლასიკო გამოტოვს. ბრაზილიელმა ტრავმა “დორტმუნდთან” ჩემპიონთა ლიგაზე 5:2 მოგებულ შეხვედრაში მიიღო.
მადრიდელთა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ ფეხბურთელს კუნთის ტრავმა აქვს, მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება, რის შემდეგაც მისი უქმოობის ვადები დადგინდება.
ინფორმაციისთვის, სეზონის პირველ ელ კლასიკოს “რეალსა” და “ბარსელონას” შორის 26 ოქტომბერს მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუ” უმასპინძლებს.