“პალმეირასის” ფორვარდის ენდრიკი, რომელიც ზაფხულში “რეალის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება, 17 წლის ასაკში ქორწინდება.
Extra-ს ცნობით, ამომავალი ვარსკვლავი გაბრიელე მირანდაზე დაქორწინდება, რომელიც ფეხბურთელზე 3 წლით უფროსია.
წყვილი დაქორწინებას ენდრიკის მადრიდში გამგზავრებამდე გეგმავს, რაც სავარაუდოდ ივლისის შუა რიცხვებში მოხდება.
გამოცემის ცნობით, ენდრიკის მშობლები არ არიან წინააღმდეგნი ასეთი გადაწყვეტილების, მაგრამ მას ნაჩქარევად მიიჩნევენ. ისინი ცდილობენ დაარწმუნონ შვილი, რომ დაიცადოს და ფეხბურთზე გაამახვილოს ყურადღება.