პროფესორი გეოფიზიკის მიმართულებით ზურაბ ჯავახიშვილი სტიქიის ზონაში არსებულ უმძიმეს ვითარებაში “ოცნების” პასუხისმგებლობას ხედავს. მისი თქმით, ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა.
ზურაბ ჯავახიშვილი არ გამორიცხავს, რომ დიდთოვლობის შემდეგ ქვეყანაში ახალი საფრთხე გაჩნდეს, რაც წყალდიდობებს და წყალმოვარდნებს გულისხმობს.
“პროგნოზიც ახლდა თან, რომ თოვა გაგრძელდებოდა. ასეთი ტიპის ბინებრივი მოვლენები უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს, რომ დროზე ჩავერთოთ, დროზე მივიღოთ გადაწყვეტილება, სწრაფი მოქმედება დავიწყოთ. სახელმწიფო სტრუქტურებმა ფაქტობრიდვად, მოქმედება რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყეს, როცა თოვლის საფარი უკვე საკმაოდ დიდი იყო და საკმაოდ ძნელი იყო იქ უკვე შველა და დიდი ძალისხმევას მოითხოვდა. ბუნებრივი ოვლენა ისეთია, რომ შეიძლება გაგრძელება მოყვეს ამას. თუ ახლა სწრაფი დნობა იქნება, ეს დიდთოვლობა უკვე გადაიზრდება წყალდიდობაში, წყალმოვარდნაში. ეს ძალიან მეწყერსაშიში რეგიონებია”, – ამბობს ზურაბ ჯავახიშვილი.
წყარო: tv pirveli
