რა ჯდება რემონტი და რა უნდა გაითვალისწინო სანამ დაიწყებ

წარმოგიდგენთ 5 რჩევას, რომელთა ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია რემონტის დაწყების წინ.
რჩევა 1 – შეიძინე 15-20%-ით მეტი მასალები
ზოგიერთი მასალის შეძენა თავიდანვე მეტობით უნდა მოხდეს, რაც აგარიდებთ შემდგომში გაუთვალისწინებელ ხარჯებს და სხვა პრობლემებს – მაგ: კაფელ-მეთლახის მეტობით შეძენა საჭიროა, რადგან მუშაობის დროს, მაღალია მათი დაზიანების რისკი. ზედმეტობით იანგარიშოთ, შესაძენი მასალის საშუალოდ 15-20%.
რჩევა 2 – გააკონტროლე ხარჯები
მიუდექით რაციონალურად ფასდაკლებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ბევრი უსარგებლო სამშენებლო მასალის შეძენა მოგიწიოთ. ზედმეტობით შეძენა სწორი მიდგომაა, თუმცა სიიაფის გამო, ისეთი რამის შეძენა, რაც განსაზღვრული არ გქონიათ, არაგონივრულია.
რჩევა 3 – რემონტი დაიწყე დღესასწაულების შემდეგ
რემონტის დაწყება არ არის რეკომენდირებული სადღესასწაულო დღეებში.ეცადეთ, სარემონტო ჯგუფები დღესასწაულის მომდევნო დღეებში დაიქირავოთ, რის შედეგად ორმაგად მოგებული დარჩებით, კერძოდ: პირველი – დღესასწაულის მოლოდინის დროს, იკლებს სამუშაო მოტივაცია და მეორე – დღესასწაულების შემდგომ, ხშირ შემთხვევაში, მცირდება მომსახურების საფასური, რაც ასევე მნიშვნელოვანი სარგებელია.
რჩევა 4 – გააფრთხილე ირგვლივ მცხოვრები მეზობლები
მეზობლების გაფრთხილება საჭიროა, რადგან მალე, ხმაურს დაიწყებთ და ყველა ისედაც გაიგებს და უსიამოვნო ეჭვებს დაბადებს. გაფრთხილების შემთხვევაში, ისინი სარემონტო პროცესს უფრო მშვიდად შეხვდებიან, რაც აგარიდებთ სპეციალური სამსახურებიდან სტუმრებს და სხვა უსიამოვნო სიურპრიზებს.
ყველასთვის ცნობილია, რომ ბინის რემონტი დიდ ენერგიას მოითხოვს. მისი დაგეგმვა, პროცესის კონტროლი და გამოწვეული აურზაურის მართვა მარტივი ნამდვილად არ არის. თუმცა გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა რემონტს ფინანსური მხარეც აქვს. მაინც რა ჯდება რემონტი საქართველოში?
პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ორი ტიპის რემონტი: კაპიტალური და კოსმეტიკური. თითოეული მათგანი შეიძლება გაკეთდეს ეკნომიურად, საშუალოდ და უმაღლესად. 1 კვ.მ.-ს გარემონტების ფასი სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრება. უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში ფასების ზრდა შეეხო სარემონტო ხარჯებსაც (ბოლო 3 წელში გაიზარდა თითქმის 40%-თ).
თუ მეორადი ბინის გარემონტება კოსმეტიკურად გსურთ, ეკონომიური კლასით მაშინ 1 კვ.მ.-ს ფასი დაახლოებით 100 დოლარი უნდა იანგარიშოთ. იგივე ტიპის საშუალო დონის რემონტი კი 150-200 დოალრი დაგიჯდებათ. თუ თქვენ არჩევანს კაპიტალურ რემონტზე შეაჩერებთ 1 კვ.მ. საშუალოდ 250-300 დოლარად უნდა იანგარიშოთ, ხოლო მაღალი ხარისხის შემთხვევაში 400-500 დოლარი და მეტიც კი შეიძლება დაგიჯდეთ.
აღსანიშნავია, რომ რემონტის ფასები ბინის კონდიციების მიხედვითაც განსხვავდება. ამას სხვადასხვა საჭიროებები განაპირობებს. იგულისხმება, რომ შავი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარებული საცხოვრებელი სივრცე საჭიროებს ე.წ კაპიტალურ რემონტს, მწვანე და თეთრი კარკასები კი შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ კოსმეტიკურს. მაგალითად, შავი კარკასის სარემონტო ფასი დაახლოებით 250 დოლარიდან იწყება. რაც შეეხება თეთრ და მწვანე კარკასების რემონტს, ამ მომსახურების მიღებას 150-180 დოლარიდან შეძლებთ.
ხშირად მომხმარებლები სარემონტო კომპანიებს იქირავებენ, რათა მათი რემონტი უფრო სწრაფად და ორგანიზებულად წარიმართოს. საბოლოო ჯამში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 1 კვ.მ-ის ზუსტი ფასი დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნებზე, შესასრულებელი სამუშაოს სირთულესა და სარემონტო მასალების
წყარო: tia.ge