“რა ხდება ქვეყანაში? ვინ დააშინეს? ვინ დააშინეს, კაცო?” – კობახიძე

ირაკლი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრების განცხადებაზე, რომელშიც წერია, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დაშინებისა და ზეწოლის შესახებ საგანგაშო ცნობებს იღებენ, ამბობს:
ერთი, რომ 24-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. 24-იც რომ არ ყოფილიყო და რომ ყოფილიყო თუნდაც 240 ან 600-ზე მეტი, რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებით, არის სავსე სიცრუით. მხოლოდ სამი კვირაა დარჩენილი, ოდნავ მეტი და უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, ჯანსაღ [ვითარებაში მიმდინარეობს]… არ არის? აბა, როგორი გარემოა? რა ხდება ქვეყანაში? რატომ არ არის მშვიდი გარემო? რომელი დაშინება? ვინ დააშინეს? ვინ დააშინეს, კაცო? ერთი დაშინების ფაქტი მითხარით… …საარჩევნო პროცესებზე გელაპარაკებით, სად იყო ან დაშინება, ან მოსყიდვა, ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება? არ ყოფილა. ამიტომ არის სიცრუით სავსე ეს განცხადება. გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს PACE-ს 24 წევრზე.