რა ხდება საქართველოს ენერგეტიკაში?

„ბემონის“ მმართველი პარტნიორის გიორგი მირცხულავას შეფასებით, ენერგეტიკის სექტორში დიდი პოტენციალი არსებობს, რასაც მათ შორის ადგილობრივი და გარე მოთხოვნა განაპირობებს.
მან ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებთან დაკავშირებით BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილის“ რუბრიკაში „ინვესტიციების დროა“ ისაუბრა.
„როდესაც ნებისმიერ ბიზნესს უყურებ, სამი კომპონენტია ერთგვარი მამოძრავებელი განვითარების – შიდა და გარე მოთხოვნა, რამდენად ადვილად შეგიძლია ექსპორტზე გაიტანო. ეს ყველაფერი წარმოდგენილია ქართულ ენერგეტიკაში. მოთხოვნა არის, ასევე, აუცილებელი და მთავარი მოთამაშე ხდება ევროპის ბაზარზე პირდაპირი გასვლა, რითაც საქართველო ისტორიულ შესაძლებლობას იძენს. ფაქტობრივად გვაქვს აუთვისებელი სექტორი, რომელიც ითხოვს ინვესტიცია და რომლის პროდუქტზეც მუდმივად იქნება მოთხოვნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ“,- აღნიშნა გიორგი მირცხულავამ.
მან სექტორის ინვესტორებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მცირე პროექტებში ძირითადი მოთამაშეები ადგილობრივი ბიზნესია, ხოლო მსხვილი პროექტებით უცხოელები ინტერესდებიან.
„ნებისმიერი ინვესტორი, შიდა თუ გარე, უყურებს ბაზრის პოტენციალს, პოტენციალი კი დიდია. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არიან ინვესტორები, მცირე და საშუალო პროექტებში 90% და მეტი ქართველი ინვესტორები არიან, ხოლო როდესაც მსხვილ პროექტებზე ვსაუბრობთ, ხშირად არის შერეული, მეგა პროექტებში კი ჯერჯერობით მხოლოდ უცხოელ ინვესტორებს ვხედავთ.
არ არსებობს ჯგუფი საქართველოში, რამდენიმეს გამოკლებით, რომელმაც წარმატებას მიაღწია და ენერგეტიკაში თანხებს არ აბანდებს. შეიძლება წამყვანი პარტნიორი არ იყოს, მაგრამ ყველას აქვს რაღაც პოზიცია აღებული, რადგან სტაბილური და გრძელვადიანი მიმართულებაა“,- აღნიშნა მან.
რაც შეეხება სექტორში არსებულ ფინანსურ მაჩვენებლებს, „ბემონის“ მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ მეგა პროექტებით უცხოელების დაინტერესება სწორედ კაპიტალზე უკუგების და EBITDA მარჟის მაღალ მაჩვენებლებს უკავშირდება. მცირე პროექტებში კი, სადაც მაჩვენებლები შედარებით დაბალია, ინვესტიციების წახალისებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„დღესდღეობით, ფრანგული დიდი კომპანიები უყურებენ მეგა პროექტებს საქართველოში, ამას ემატება იაპონური დიდი კომპანიები, რომლებსაც უკვე აქვთ ინვესტიცია გაკეთებული. ინტერესი არის მეგა პროექტების მიმართ, სწორედ მაჩვენებლების გამო. სტაბილურობა, მოთხოვნა, ბაზარი, დივერსიფიკაცია – ალბათ იმავეს უყურებს ყველა ქვეყნის წარმომადგენელი. რაც შეეხება პატარა პროექტებს, მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოს სუბსიდირების, დახმარების მომენტები იყოს, იქნება საგადასახადო თუ ზოგადი მხარდაჭერა“,- განაცხადა გიორგი მირცხულავამ.
შეგახსენებთ, 2024 წლის პირველ ნახევარში, ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში 3.9%-ით გაიზარდა და 7.33 ტვტ.სთ.-ს მიაღწია. მთლიან გამომუშავებაში ჰიდროსადგურების წილი 82.6% იყო, თბოსადგურების წილი 16.9%, ხოლო ქარის ენერგიის წილმა 0.5% შეადგინა.
ამის შესახებ ს მიერ გამოქვეყნებულ სექტორულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, იმავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.7%-ით გაიზარდა და 6.75 ტვტ.სთ.-ს მიაღწია. საცალო სექტორმა ჯამური მოხმარების 57% დაფარა, მსხვილი მომხმარებლების წილი 23%, ხოლო ს ავტონომიური რესპუბლიკის წილი 20% იყო.
საცალო მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის წლიური მოხმარება ძლიერ ზრდას აჩვენებს. თბილისის მოხმარება წლიურად 6.0%-ით, ხოლო საქართველოს რეგიონების მოხმარება წლიურად 4.2%-ით გაიზარდა.
მსხვილი მომხმარებლების მოხმარება წლიურად 5.0%-ით გაიზარდა, თუმცა, ზრდის შესაძლებლობა კიდევ არსებობს, რადგანაც მეტალურგიული კომპანიები ჯერ კიდევ სრული სიმძლავრით არ მუშაობენ.
აღსანიშნია, რომ როგორც კაპიტალის მიმოხილვაში წერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება კლებადია. 2024 წლის პირველ ორ კვარტალში, მოხმარება 5.6%-ით შემცირდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ელექტროსისტემას ორი ჰიდროსადგური დაემატა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 46.4 მეგავატი და ჯამური საპროგნოზო გამომუშავებით 209.4 გვტ. სთ. მეორე მხრივ, წლიურად 75%-ით გაიზარდა ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართული სადგურების სიმძლავრე და 82.02 მეგავატს მიაღწია.
ცნობისთვის, 2024 წლის პირველ ექვს თვეში ექსპორტირებულია 757 გვტ.სთ. ელექტროენერგია. ექსპორტის 84% თურქეთში, 12% სომხეთში, ხოლო 4% აზერბაიჯანში განხორციელდა. რაც შეეხება საექსპორტო შემოსავლებს, საქართველომ ჯამურად 36.3 მლნ. დოლარი მიიღო, რაც წლიურად 32%-ით ნაკლებია.
ამის შესახებ თიბისის კაპიტალის სექტორულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
რაც შეეხება ექსპორტს, როგორც მიმოხილვაში წერია, საქართველოში, 2024 წლის პირველ ექვს თვეში, 457 გვტ.სთ. ელექტროენერგია შემოვიდა, რომლის 91% (417.6 გვტ.სთ.) დან აფხაზეთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იყო იმპორტირებული. ამავე პერიოდში, აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია 39.3 გვტ.სთ. ელექტროენერგია. იმპორტში ჯამურად გადახდილი თანხა 3.1 მილიონი აშშ. დოლარია.
წყარო: “ბი ემ ჯი”