რა ხდება? პროტესტის დინამიკა 14 მაისის 16:00 საათისთვის

მნიშვნელოვანი მოვლენები 14 მაისის 16:00 საათისთვის:
· 14 მაისს, დილის 10:00 საათიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან შეკრება დაიწყეს;
· თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თვითმმართველობისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადეს;
· 12:00 საათზე პარლამენტში დაიწყო პლენარული სხდომა, რომელზეც რუსული კანონის მიღებას უყრიან კენჭს;
· საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორებმა, საერთო, რეჟიმის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მოუწოდეს დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს;
· -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენი კანცელარიაში საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, “გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე”. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ო’ბრაიენი ქართული ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება;
· პარლამენტის პლენარული სხდომა რამდენჯერმე შეწყდა. ქართული ოცნების დეპუტატები რამდენჯერმე ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს;
· ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თქვა, რომ “საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე”;
· თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ და ხელისუფლებას მხარი დაუჭირეს კრემლის პრესსპიკერი და პროპაგანდისტი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი;
· კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მწერალთა სახლიდან პარლამენტის მიმართულებით მარში მოაწყვეს;
· პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. კანონს ქართული ოცნების 84-მა დეპუტატმა მისცა ხმა;
· პარლამენტთან ვითარება დაძაბულია;