რა ხდება? პროტესტის დინამიკა 13 მაისის საღამოსთვის

13 მაისის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები:
· 13 მაისის საპროტესტო ღამისთევა დარბევით დასრულდა. გამთენიისას პარლამენტის შესასვლელები ასობით ძალოვანმა დაიკავა და დემონსტრანტებზე იძალადა. დააკავეს 20 ადამიანი.
· დარბევის პარალელურად იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონი 67 წამში მიიღო.
· დარბევის მიუხედავად პროტესტი არ წყდება – დარბევის და რუსული კანონის ერთ წუთში მიღების შემდეგ დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები მარშებს მართავენ. მხოლოდ თბილისში სამი სტუდენტური მარშია დაგეგმილი.
· ქვეყანაში იმყოფებიან ლიტვის, ლატვიის, ს საგარეო საქმეთა მინისტრები. ასევე, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი და ლიტვის სეიმი საგარეო კომიტეტის თავჯდომარე. მათ არ ხვდება.
· სახელისუფლებო “ხალხის ძალამ” თქვა, რომ ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, საერთოდ იმსახურებენ თუ არა საქართველოს დასავლელი პარტნიორები, ამერიკელი და ევროპელი პლიტიკოსები, საქართველოში შემოშვებას.
· ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, 22 უნივერსიტეტის სტუდენტებმა რუსული კანონის პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე უარი თქვეს. ამ პროტესტში მათ პროფესორების ნაწილიც უერთდება.
· გავრცელდა ევროპარლამენტარების მირიამ ლექსმანის, ვიოლა ფონ კრამონის, პეტრას აუსტრევიჩუსის და ტაის როიტენის მიმართვა ჯოზეფ ბორელის მიმართ. ევროპარლამენტარები ივანიშვილისთვის, ქართული ოცნების სხვა ლიდერებისთვის და რუსულ კანონზე ხმის მიმცემი დეპუტატებისთვის მყისიერად სანქციების დაწესებას ითხოვენ.
· მიხაილ როთიმ თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს მთავრობას მოუწოდა გაიწვიონ რუსული კანონი. მისი თქმით, ის ვერ ხედავს EU-ში წევრობის შესახებ მოლაპარაკების გახსნის შანსებს, თუ ქართული ოცნება ამ კანონს საბოლოოდ მიიღებს.
· დღეს ასევე გავრცელდა ევროკავშირის 12 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი ჯოზეფ ბორელისადმი, რომელიც 10 მაისით არის დათარიღებული. მინისტრები ბორელს და ვარჰეის მოუწოდებენ, რომ ევროკომისიამ გააკეთოს განცხადება იმის შესახებ, თუ რა გავლენა ექნება რუსული კანონის მიღებას საქართველოსთვის წარდგენილი 9 რეკომენდაციის შესრულებაზე. მათივე თქმით, ეს განცხადება საბოლოო კენჭისყრამდე უნდა გასაჯაროვდეს.
· 14 მაისის ღამეს თბილისს -ს ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის ასისტენტი ჯეიმს ო’ბრაიენი ეწვევა. როგორც ცნობილია, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, თუმცა, შესაძლოა, მან ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების ბედი გაიზიაროს და არ შეხვდნენ.
· 13 მაისს, 17:00 საათზე სახელისუფლებო არხ იმედის ეთერში გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შედგება შეხვედრა ო’ბრაიენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ივანიშვილის სანქციებს. ასევე, ამ შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე მიმართავს გუნდის წევრებს, გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პოზიციები შეარბილონ. ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდა იმედის საიტზეც, თუმცა სიახლე მალევე წაიშალა.

ასევე დაგაინტერესებთ