რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში? – “რუსეთმა უკვე დაიწყო ამ გეგმის რეალიზება” – რომან გოცირიძე

აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლების მიზეზი გახდა ს მიერ ს ეკონომიკაზე სრული კონტროლის დამყარების და დემოგრაფიული ვითარების მკვეთრად შეცვლის სურვილი.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს რუსი ინვესტორებისათვის შეღავათიანი რეჟიმის დაწესებას. ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლას სჭირდა დე ფაქტო პარლამენტში მისი რატიფიცირება. გარდა ამისა, პარლამენტში მიმდინატრობს კანონპროექტის განხილვა ეგრეთ წოდებული აპარტამენტების შესახებ. იგი ითვალისწინებს რუსული კომპანიებისათვის უძრავი ქონების შეძენისა და მშენებლობის უფლების მინიჭებას. ამ კანონის მიღების შემდეგ შესაძლებელი ხდება სამშენებლო საჭიროებისათვის მიწების გამოყოფა და შავი ზღვის სანაპიროზე 30 ათასამდე სახლის აშენება “უცხოელებისათვის” ანუ რუსებისათვის. ეს გამოიწვევს დემოგრაფიული სურათის მკვეთრ შეცვლას, რადგან აფხაზი ეროვნების მოსახლეობა ისედაც უმცირესობაშია აფხაზეთის ტერიტორიაზე. რუსეთმა უკვე დაიწყო ამ გეგმის რეალიზება: მიისაკუთრა ბიჭვინთის აგარკები, რუს კომპანიებს გადასცა ბაბუშერის აეროდრომო და სხვა ობიექტები. ე. წ. პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვის შეჩერების მოთხოვნით გამოვიდა ხალხი ქუჩაში.
სამწუხაროდ, ამ მოვლენებისადმი ინტერესი საქართველოში ნულოვანია.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად