ისრაელში ამ წუთებში სიმშვიდეა, თუმცა სამხედრო ექსპერტები ისრაელისგან ირანზე საპასუხო თავდასხმის განვითარება ელოდებიან:
“14 აპრილს, ევროპის დროით ღამის 2 საათიდან, ისრაელი საჰაერო განგაშის სიგნალმა გამოაღვიძა. შეტევის ერთ ტალღას მეორე მოჰყვა, თუმცა ცეცხლმა მიზანს ვერ მიაღწია. საბოლოოდ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ერთი ღამის თავდასხმა ასე შეაჯამა: “ჩვენ მოვიგერიეთ, დავბლოკეთ, ერთად გავიმარჯვებთ
ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი და “საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს” – წერს ნეთანიაჰუ.