რა ხდება ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესებზე

რა ხდება ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესებზე
ქვეყანაში სამართალი აღარ არის, – ასე აფასებს სასამართლოზე მომჩივანის, წულუკიანის არგამოცხადებას. ოპოზიციონერი ლიდერი საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდა, სადაც მისი პროცესი უნდა გაიმართოს. საქმე წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადებას ეხება.
მამუკა ხაზარაძე პირდაპირ ამბობს, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისია კანონდარღვევით არის შექმნილი და მხოლოდ ოპონენტების დევნაზეა ორიენტირებული.
წულუკიანი არ მოვიდა, საინტერესოა… ეს ნიშნავს იმას, რასაც დიდი ხანია ჩვენ ვაპროტესტებთ. ეს ნიშნავს, რომ სამართალი ამ ქვეყანაში არ არის. მიუხედავად იმისა, თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი არგამოცხადება კომისიაზე იყო განპირობებული იმით, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, მისი შექმნილი კომისია არის არალეგიტიმური და ეს კომისიაც კანონის უხეში დარღვევით არის შექმნილი. მაგრამ, იქვე ვთხვი, რომ თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სასამართლოს აკონტროლებს და მურუსიძე, ჩვენ მზად ვართ, კანონიერების ფარგლებში ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას. ერთ-ერთი მოთხოვნა არის წულუკიანის აქ მოსვლა სასამართლოზე, რომ მან გასცეს პასუხი, თუ როგორ მართავს არაკანონიერად შექმნილ კომისიას, ეს ერთი და მეორე, ამ კომისიას იყენებს პოლიტიკური დევნისთვის ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მაგრამ ჩვენ არ დავიღლებით, ვივლით მანამდე და გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას, რომ ვამხილოთ ესენი, – ამბობს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა ბადრი ჯაფარიძის პროცესი. ხაზარაძის მსგავსად, მასაც წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო ასამართლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

არჩილ გორდულაძე – გარედან დაფინანსებული ადამიანები თუ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს დონორების პასუხისმგებლობაცაა – ადგნენ ახლა ეს ადამიანები, კარგად გაითავისონ, რა არის მათი დარღვევა და თავი გააკონტროლონ