კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში „შახტარმა“ გასვლაზე „ჰამრუნს“ 2:0 მოუგო, მერვედფინალის საგზური ვადამდე მოიპოვა, სტუმართა გუნდში კი საგოლე გადაცემა ირაკლი აზაროვმა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მას უკრაინის ჩემპიონატზე არ ათამაშებენ, სამაგიეროდ ევროტურნირზე მუდამ ძირითად შემადგენლობაშია და ანალიტიკური საიტებისგან ყოველთვის საუკეთესო შეფასებებს იღებს.
ნამატჩევს აზაროვმა კლუბის საიტთან ინტერვიუში გულშემატკივრებს გამარჯვება მიულოცა, თქვა, რომ რეალიზაციის დიდი პრობლემა აქვთ, შესვენებაზე მწვრთნელმა არდა ტურანმა დავალებები მისცა, რაც შეასრულეს, მეორე ტაიმში მომენტები გამოიყენეს, უფრო მეტი გოლის გატანა შეეძლოთ, გადათამაშების გარეშე მერვედფინალში გასვლა სასიხარულოა და დაელოდებიან, ვინ იქნება მათი მეტოქე.
25 ნოემბერს ტელეგრამ-არხმა INSIDE UPL-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მცირე სათამაშო დროის გამო ირაკლი კლუბის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს. ამასთან დაკავშირებით ua-football-თან კომენტარი „შახტარის“ ყოფილმა მეკარემ იური ვირტმა გააკეთა: „ეს ინფორმაცია წავიკითხე. მოკლედ გეტყვით, აზაროვის მიმართ მთელი პატივისცემის მიუხედავად, თუ წავა, ეს დიდი დანაკლისი არ იქნება“.
აზაროვს „მეშახტეებთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით „მარსელი“ და „სელტიკი“ იყვნენ დაინტერესებული.
“ლევანტემ” ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
“ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რუსები უფრო აგრესიულები გახდნენ და ყველაფერი გაუარესდა” – ფონსეკამ უკრაინაში მიმდინარე ომზე ვრცლად ისაუბრა
მიქაუტაძის “ვილიარეალმა” დონეცკის “შახტარის” ფეხბურთელი ინათხოვრა
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
კონფერენს ლიგა: მექვაბიშვილმა სომხურ “ნოასთან” საგოლე გადაცემა გააკეთა
კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ
აზაროვმა დუბლინში ითამაშა – “შახტარმა” “შემროკ როვერსს” მოუგო
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. “სლოვანი” ისევ დამარცხდა – “შახტარმა” გაიმარჯვა
აზაროვს “შახტარიდან” წასვლა უნდა – რას წერენ უკრაინელები ქართველის შესახებ




