რა წუხილი გაუზიარა ო’ბრაიენმა კობახიძეს? – მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა – შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს:
“გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე. მთავრობის მეთაურმა და -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს.
მ ჯიმ ო’ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს.” ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადმინისტრაცია წერს, რომ მხარეებმა ერთმანეთს წუხილები გაუზიარეს, თუმცა, არ წერს, რას წუხს ჯიმ ო’ბრაიენი, ან რას პასუხობს ის პრემიერს, ისევე, როგორც არ წერს, კონკრეტულად, კონკრეტულად რამ შეაწუხა კობახიძე, ამერიკელი მაღალჩინოსნის პასუხმა, კანონის მიღებამ, ივანიშვილის მილიარდების “გაყინვამ”, ახალგაზრდების პროტესტმა, ქუჩებში და სახლებთან ადამიანების ცემამ?

ასევე დაგაინტერესებთ