რა წერია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელსაც „ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა

„ქართულმა ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა.
დეკლარაციაში, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერასა და ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკის, მათ შორის რუსული კანონის მიღების გამო კრიტიკასაც მოიცავს, მმართველი პარტიისთვის რამდენიმე „ჩანაწერი“ მიუღებელი აღმოჩნდა.
რა წერია დეკლარაციაში
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს.
დეკლარაცია ასევე ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ს და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.
„[დეკლარაცია] იმეორებს მოწოდებას რუსეთის სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, დან და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთიდან, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. [დეკლარაცია] ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. [დეკლარაცია] გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთში, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას, იქ მცხოვრები ადამიანთა ძირითადი თავისუფლებების და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შედეგად, ასევე ორივე რეგიონის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების შეცვლას და წაშლას, რაც რუსეთის ფედერაციის მუდმივი ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია“, – ვკითხულობთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციაში.
საბოლოო დეკლარაციაში გაკრიტიკებულია ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკა და რუსული კანონის მიღება.
„[დეკლარაცია] გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას კრემლის მიერ მხარდაჭერილი და კოორდინირებული ძალისხმევის გამო, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მყიფე დემოკრატიას და ძირს უთხრის ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედებით. მათ შორისაა, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული კანონის მიღება, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად შეზღუდავს ძირითად თავისუფლებებს, როგორიცაა შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. [დეკლარაცია] მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე აქტივისტებზე და ლეგიტიმურ მომიტინგეებზე, რომლებსაც აქვთ რუსული ჰიბრიდული ოპერაციის ყველა მახასიათებელი. [დეკლარაცია] მოუწოდებს ხელისუფლებას სამოქალაქო სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა შემცირდეს ქვეყანაში პოლარიზაცია“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
გარდა ამისა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია მოუწოდებს ეუთოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, იმოქმედონ ერთობლივად 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ძლიერი სადამკვირვებლო მისიის შესაქმნელად.
რატომ არ დაუჭირა „ოცნებამ“ მხარი დეკლარაციას
განცხადება იმის შესახებ, რომ დეკლარაციას მხარს არ დაუჭერდნენ, მმართველმა პარტიამ ჯერ გუშინ, 2 ივლისს, გაავრცელა და ამბობდა, რომ დეკლარაციაში შემავალ ერთ-ერთ რეზოლუციას საქართველო – რუსეთის კონფლიქტის შესახებ დაემატა პარაგრაფი, რომელიც კონფლიქტს არასწორი ფორმულირებით წარმოაჩენდა. ამიტომ მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ისინი საბოლოო დეკლარაციას მხარს არ დაუჭერდნენ.
„გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ფორმულირება, რომელიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს, ჟენევის მოლაპარაკებებში ბოლო 16 წლის განმავლობაში, მიაღწიოს – წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე. ტექსტი შესწორებიდან – „თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველოს, აფხაზეთის და ოსეთის შერიგება საჭიროა“. პარაგრაფში ვკითხულობთ, რომ კონფლიქტში სამი მხარეა – უცნაური კონსტრუქციაა თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველო – აფხაზეთი და ოსეთი. შესწორება ასევე გულისხმობს იმასაც, რომ რუსეთი კონფლიქტის მოგვარებას სხვადასხვა არხით ცდილობს, რაც ასევე დეზინფორმაციაა და ჟენევის ფორმატის ფარგლებში რუსულ დესტრუქციულ ქცევას იცავს. ეს ყველაფერი სერიოზულად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეუთო არის ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის წარმომადგენლები შესწორების ავტორები არიან, არის ჟენევის ფორმატის წევრი და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. რეზოლუციაში ამ ფორმულირების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ეუთო-სა და -ის გაცხადებულ პოლიტიკას“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
თუმცა, საბოლოოდ მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნული ფორმულირება არ მოხვდა. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ წევრებმა დეკლარაციას მხარი არ დაუჭირეს, რადგან მათთვის მიუღებელი კიდევ ორი ჩანაწერი აღმოჩნდა.
„ერთი ეხება არჩევნებს და იმის გათვალისწინებით, რომ ეუთოს წევრი 57 ქვეყანაა, აქედან კი წელს ბევრ ქვეყანაში ჩატარდა , რვაში ჯერ კიდევ ჩასატარებელია, საქართველოს გარდა, სხვა არჩევნები ნახსენები არ იყო. შესაბამისად, ვეწინააღმდეგებით საქართველოს გამოყოფას მაშინ, როდესაც სხვა არჩევნებიცაა ჩასატარებელი. ეს არ არის დაბალანსებული მიდგომა და ჩვენი წინააღმდეგობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი საკითხი იყო. მეორე იყო პოლარიზაციასთან დაკავშირებული საკითხი, თითქოს საქართველოში პოლარიზაცია არის პრობლემური და მთავრობას მოუწოდებენ, მის აღმოფხვრაზე იზრუნოს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ საქართველოში არ არის პოლარიზაცია, თუმცა პოლიტიკური პოლარიზაცია ასევე არის სხვა ქვეყნებშიც. მიუღებელია, როდესაც მხოლოდ საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზე საუბრობენ და არ საუბრობენ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე იგივე აშშ-ში, გერმანიაში, ჰოლანდიაში თუ ეუთოს წევრ სხვა ქვეყნებში. აქაც ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ შეიძლება ერთი კონკრეტული ქვეყნის გამოყოფა და პრობლემა თუ არის, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მთელი ევროპის და დასავლური საზოგადოების პრობლემა. ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის გამოყოფა მიზანმიმართული დისკრედიტაცია იქნებოდა. სწორედ ამ მიზეზების გამო, ხმა არ მივეცით საბოლოო დეკლარაციას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია.
რას ამბობენ ოპოზიციაში
„ქართული ოცნების“ განცხადებას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, რომელიც ასევე ესწრება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე სესიას.
გიგი წერეთელიც ადასტურებს, მისი ინფორმაციით, რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში არ იყო მართებული და სწორი ფორმულირებები იმ ვითარების და რეალობის შესაბამისად, რომელიც დღე არის.
თუმცა მისი თქმით, ამაზე რეაქცია ჰქონდათ საქართველოდან ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და აღნიშნული ფორმულირება რეზოლუციის საბოლოო ვერსიაში არ ასახულა.
„მე არ ვარ ოფიციალური წევრი დელეგაციის და არ მიმიღია კონკრეტულ განხილვებში მონაწილეობა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, აქ იყო საუბარი ერთ პარაგრაფზე, ეს იყო სამუშაო ვერსია კომიტეტში, სადაც არ იყო მართებული, სწორი ფორმულირებები შესაბამისი იმ ვითარების და რეალობის, რომელიც დღე არის. ამავდროულად, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ოკუპაციის , დემოკრატიის თუ არჩევნების, საბოლოო რეზოლუციის სხვადასხვა მუხლებში შეტანილია. ამაზე იყო რეაქცია, პირველ რიგში ოპოზიციის მხრიდან და ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, შესაბამისად, ეს არ ასახულა საბოლოო ვერსიაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების პროპაგანდამ ეს გამოიყენა, თითქოს რაღაც მზადდებოდა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ დასავლეთის მხრიდან, ამერიკელების მხრიდან და თვითონ ასამბლეის ინტერესი იყო ამაში, რაც ნამდვილად უსაფუძვლოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანტიდასავლური კამპანია გრძელდება. ეს ორგანიზაცია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ყოველთვის იყო საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდამჭერი. ის არის კრიტიკული დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში და ეს რა თქმა უნდა ხელისუფლებას არ მოსწონს“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულად ხსნიან მიზეზს იმისა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი მმართველმა პარტიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას. ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ ამის მიზეზი რეზოლუციის ის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს.
„დეზინფორმაციის და პროპაგანდისტული არხების გამოყენებით ივანიშვილის პარტიის წევრები აგრძელებენ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ მოქმედებებს, მათ შორის აქ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. რეალობა არის შემდეგი, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთის მხრივ საუბარია დეოკუპაციაზე, მაგრამ ასევე საუბარია რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს. სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.