რა წერია ევროპული საბჭოს დასკვნაში საქართველოს შესახებ

ევროპული საბჭო ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე.
ამავდროულად, იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მოქმედებების კურსის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.
„ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. ევროპული საბჭო საქართველოს მოუწოდებს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის სხდომის დასკვნებში საქართველოს შესახებ.
ევროკავშირი აცხადებს, რომ გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს ახლოდან.
ევროპული საბჭო მოელის, მომავალი საპარლამენტო იყოს თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეუფერხებელი წვდომით.
ევროპული საბჭო ასევე ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის აუცილებლობას.
ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი