რა წარწერა დახვდა აქციაზე დაკავებულ ირაკლი წიგნაძეს საკანში

2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ირაკლი წიგნაძე სოციალურ ქსელში სასამართლოში, მოსაცდელ საკანში დატოვებულ წარწერაზე წერს, რომელიც, მისი ვარაუდით, სინდისისი პატიმარს, ზვიად ცეცხლაძეს ეკუთვნოდა.
უამრავი მაქ დასაწერი ამ ცირკზე, მაგრამ ეხლა ამის თქმა მინდა: გავიმარჯვებთ სახელოვნად ზ.ც.-
ეს წარწერა დამხვდა სასამართლოში რომ მივედი, მოსაცდელ საკანში, ალბათ ზვიად ცეცხლაძის დაწერილია. მაგ დროს სულ სხვანაირ ხოდზე ვიყავი, მთელი დღე მზია ამაღლობელზე ვფიქრობდი და ვემზადებოდი შიგნიდან ბრძოლისთვის. ორმაგი გული მომცა ამ წარწერამ.
მერე ზევით ავედი და მითხრეს, რომ გირაოთი გავიდოდი. ძალიან გამიხარდა, რა თქმა უნდა, მაგრამ თან ცოტა დაბნეულიც ვიყავი, იმდენად სხვა რამისთვის ვემზადებოდი. მალევე ქვევით ჩამაბრუნეს, იმიტომ რომ სასამართლო დარბაზი იცვლებოდა და ისევ ამ წარწერასთან აღმოვჩნდი, რამაც ძალიან დამასევდიანა. გამახსენდა რომ კიდევ ათეულობით ჩემსავით ადამიანი ისევ ციხეში ყავს რეჟიმს და კიდე კაცმა არ იცის რამდენი ხანი ეყოლება.
ხოდა, სანამ ეს ყველა ადამიანი არ იქნება თვისუფალი, ვერც მე ვიქნები და გავაგრძელებ მათთვის ბრძოლას ბოლომდე. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“, – წერს წიგნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა