,, რა შეუშლის კობახიძეს ხელს, რომ ივანიშვილს ხელბორკილები დაადოს, ან ვინ იქნება მისი შემკავებელი?!”

,, რა შეუშლის კობახიძეს ხელს, რომ ივანიშვილს ხელბორკილები დაადოს, ან ვინ იქნება მისი შემკავებელი?!”
“ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიერ თანამდებობების დატოვებების სერიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ პოზიციების გაძლიერებას უკავშირებს.
“რა შეუშლის კობახიძეს ხელს, რომ ხვალ ივანიშვილს ხელბორკილები დაადოს, ან ვინ იქნება მისი შემკავებელი?!” – ამბობს ირაკლი შაიშმელაშვილი “ტვ პირველის” ეთერში.
ირაკლი კობახიძე ვიღაცებს ბუნჩულა პიროვნება ჰგონიათ. სინამდვილეში ის შეფარვით იძლიერებს მის ინტერესებს, როგორც პრემიერი. მის ვერტიკალში მისი ნდობით და უყოყმანოდ ამოცანების შემსრულებელი პიროვნებები მოჰყავს. არ არის გამორიცხული, ეს მსჯელობის საკითხია, რომ ხვალ კობახიძე გავიდეს რუსებთან პირდაპირ კავშირზე. რა შეუშლის კობახიძეს ხელს, რომ ივანიშვილს ხვალ ხელბორკილები დაადოს, ან ვინ იქნება მისი შემკავებელი. ეს ვარაუდია, მაგრამ რაც საქართველოში რეალურად ხდება, მთლიანად პროცესებს არც კობახიძე და არც ივანიშვილი მართავს. ეს არის რუსების მიერ დაწერილი სცენარი. ამის კარგი მაგალითია ამერიკის სადაზვერვო სამსახურის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი”. – განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა