“ოცნების” წარდგენილი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სინდისის და პოლიტპატიმრებმა ჯერ არ ჩადენილი უნდა აღიარონ, შემდეგ დააკვირდება და მოიფიქრებს შეიწყალებს თუ არა მათ. სინდისის პატიმრების საქმეები არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით პოლიტიკურად მოტივირებულია და საქმეებში არ დევს მტკიცებულებები, რომელიც მათ ბრალეულობას დაადასტურებს, ამიტომ ყაველაშვილი მოთხოვნა აბსურდულად მიაჩნიათ პატიმრების ოჯახის წევრებს.
რისთვის ავსებს ციხეებს ბიძინა ივანიშვილის გუნდი პოლიტპატიმრებით. სჭირდება თუ არა უფრო მეტი პატიმარი სავაჭროდ დასავლეთთან. ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პუტინის მოკავშირე ბელორუსის პრეზიდენტმა, სანქციების ნაწილის მოხსნის სანაცვლოდ, 123 პოლიტპატიმრის გათავისუფლებას დათანხმდა. ჩნდება კითხვა მიდის თუ არა ლუკაშენკოს გეგმით ივანიშვილი?
შეკერილი საქმეები ვაჭრობისთვის – იურისტები, რომლებიც თვეების განმავლობაში პროცესებზე დადიოდნენ პირდაპირ ამბობენ, რომ თითქმის 150 საქმიდან არცერთში არ დევს მტკიცებულება, რაც დანაშაულს დაადასტურებდა, სწორედ ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ივანიშვილმა ლუკაშენკოს სტრატეგია აირჩია და სანქციების საკითხზე ვაჭრობა პოლიტპატიმრებით გადაწყვიტა.




