რა შემოსავალი მიიღეს 2024 წლის I კვარტალში ტელევიზიებმა რეკლამიდან

საქართველოში მოქმედმა ტელე და რადიო მაუწყებლებმა 2024 წლის პირველ კვარტალში 14 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. კომისიის სტატისტიკის თანახმად, ეს სარეკლამო შემოსავალი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16 ათასი ლარით ნაკლებია.
„2024 წლის I კვარტალში „ტელეიმედს” 100 000-დან 500 000 ლარამდე „პსპ ფარმა”-მ, „სმარტ კაპიტალ ქონსალთენს”-მა, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია”-მ, „Henkel Central Asia Caucasus LLP”-მა, „ნესტლე საქართველო”-მ, „დიპლომატ ჯორჯია”-მ, „ავერსი ფარმა”-მ, „Reckitt Benckiser healthcare”-მ და „მაკდონალდმა” გადაუხადეს, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე „იბერია რეფრეშმენტსი”-მა დახარჯა.
„რუსთავი 2″-ში (მედია ჰოლდინგი) „პსპ ფარმა”-მ და „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია”-მ, 100 000-დან 500 000 ლარამდე დახარჯეს, „ავერსი ფარმა”-მ და „ნესტლე საქართველო”-მ 50 000-დან 100 000 ლარამდე, ხოლო „დიპლომატ ჯორჯია”-მ, „მარტინ პამაჩ”-მა, „GlaxoSmithKline Consumer Healthcare”-მ, „ლაქტალის ჯორჯია”-მ, „ ბანკმა” და „იბერია რეფრეშმენტსმა” 7 000-დან 50 000 ლარამდე გადაიხადეს.
„პოსტვ”-ის რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე „ჯეოკეპ”-მა, „კავეა”-მ, „ბუნებრივმა აირმა”, „სტერეო+”-მა, „რესპუბლიკამ” გადაიხადეს, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე თანხა „ქართული რძის პროდუქტებმა”, შპს „ბუნება”-მ, გიორგი სანებლიძემ, „ტიფლის ფაბ”-მა და შპს „გრინ ლენდი”-მ დახარჯეს.
„მთავარი არხს” 100 000-დან 500 000 ლარამდე დაკვეთა “კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია”-მ, „პსპ ფარმა”-მ და „ავერსი ფარმა”-მ მისცეს, 50 000-დან 100 000 ლარამდე „ჯი ემ ფარმასიუთიქალს”-მა, „მაკდონალდსმა”, „სელფი მობაილ”-მა და „დიპლომატ ჯორჯია”-მ დახარჯეს, Henkel Central Asia Caucasus-მა, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”-მ და „გლოვო”-მ ტელევიზიას 7 000-დან 50 000 ლარამდე გადაუხადეს.
„ტელეკომპანია პირველს” 100 000-დან 500 000 ლარამდე „პსპ ფარმა”-მ, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია”-მ გადაუხადეს. იმ დამკვეთების ჩამონათვალი კი, რომლებმაც ტელევიზიაში 7 000-დან 50 000 ლარამდე დახარჯეს ასეთია: „პირველი მეღვინეობა”, „ჩინური მედიცინის ცენტრი”, „მაკდონალდსი”, „ევრომეტალი”, „სელფი მობაილ”, „სილქნეტი”, „ლიბერთი ბანკი” და „დანკინ დონათსი”.
ტელეკომპანია „ფორმულას” დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც ტელევიზიას 100 000-დან 500 000 ლარამდე უხდიდნენ „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია” და „პსპ ფარმა” წარმოადგენდნენ. ხოლო კომპანიები, რომლებმაც მაუწყებელში 7 000-დან 50 000 ლარამდე დახარჯეს „“, „ჩინური მედიცინის ცენტრი”, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი, „თიბისი ბანკი”, „ორთაჭალა გეითი”, „კავეა”, „ემტექნიკსი” და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” არიან.
„ჯი-დი-ეს”-ის დამკვეთების ათეული, რომლებმაც მაუწყებელს 50 000-დან 100 000 ლარამდე გადაუხადეს ასეთია: „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია”, Reckitt Benckiser healthcare, „იბერია რეფრეშმენტსი”, Henkel Central Asia Caucasus, „გლოვო”, „ნესტლე საქართველო”, „ვოლტი”, „მონდელიზ საქართველო”, „დიპლომატ ჯორჯია” და „ლაქტალის ჯორჯია”.“ – წერია ინფორმაციაში.