რა შემოსავალი აქვს კინოთეატრების ჰოლდინგ “კავეას”, რომელიც კონკურენციის სააგენტომ ₾1.1 მლნ-ით დააჯარიმა

საქართველოში კინოთეატრების უმსხვილეს ჰოლდინგს კომპანია “კავეა” ფლობს. ჰოლდინგი თბილისის მასშტაბით ოთხი კინოთეატრით არის წარმოდგენილი. კინოთეატრთან ერთად კავეა ელექტრონული ბილეთებით ონლაინ ვაჭრობით და ონლაინ კინო პორტალის ოპერირებით არის დაკავებული.
ამ დროისთვის კავეას ოთხ კინოთეატრს გამოქვეყნებული აქვს 2022 წლის ფინანსური ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, კინოთეატრების მთლიანმა შემოსავალმა წლის განმავლობაში 22.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 11.6 მილიონი ლარით მეტი იყო. გაორმაგდა კომპანიის წმინდა მოგებაც რამაც 4.4 მილიონი ლარი შეადგინა.
გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე დიდი შემოსავალი კავეა საბურთალოს ჰქონდა, რომელმაც 8.2 მილიონი გამოიმუშავა.