რა შემთხვევაში შევლენ “მეცთან” კვარაცხელია და ბარკოლა შეცვლაზე – Le Parisien-ი განმარტავს

დღეს, ლიგა 1-ის მეთექვსმეტე ტურში პსჟ სტუმრად „მეცს“ დაუპირისპირდება, 21 დეკემბერს გასვლაზე თასის 1/32-ფინალში სამოყვარულო „ფონტენეს“ შეხვდება, რის შემდეგაც ორი კვირა დაისვენებს.
ფრანგული მედიის ცნობით, „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე დიდ როტაციას მიმართავს და რიგ წამყვან ფეხბურთელებს დაასვენებს. მეკარე ლუკა შევალიე მწყობრში ჩადგა, მაგრამ „მეცთან“ ისევ მატვეი საფონოვი ითამაშებს. მარკინიოსი ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო განაცხადში არ იქნება. ლუკას ბერალდო ბრუნდება, თუმცა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენებენ. ნუნუ მენდეშს ლუკა ერნანდესი შეცვლის, ილია ზაბარნი ვილიან პაჩოსთან ერთად დაცვის ცენტრში გაირჯება, მარჯვენა ფლანგზე კი უორენ ზაირ-ემერის ვიხილავთ, რომელიც, ალბათ, გუნდს უკაპიტნებს.
გადახალისდება ნახევარდაცვა: ფაბიან რუისი, ვიტინია და ჟოაო ნევეში სათადარიგოთა შორის დაიკავებენ ადგილს, ხოლო მათ ნაცვლად თამაშს სენი მეილიუ, კანგ-ინ ლი და კენტენ ნჯანტუ დაიწყებენ.
რაც შეეხება შეტევას – უსმან დემბელე კვლავ ავადაა და მისი ასპარეზობა გამორიცხულია. „პარიზიენი“ წერს, რომ თუ მოვლენები პარიზელთათვის არასასურველი სცენარით განვითარდა, შეიძლება შეცვლაზე და ბრედლი ბარკოლა შევიდნენ. მოიერიშე სამეული ასე დაკომპლექტდება: დეზირე დუე, იბრაიმ მბაიე და გონსალო რამუში.
პსჟ-ს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: საფონოვი, ზაირ-ემერი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი, მეილიუ, ლი, ნჯანტუ, დუე, მბაიე, რამუში.
რა ხდება აზაროვთან დაკავშირებით – კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, უკრაინის ჩემპიონატზე კი არ ათამაშებენ
“ლევანტემ” ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
“კვარამ” ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა – როგორი იქნება “ატლეტიკთან” პსჟ-ს შემადგენლობა?
[VIDEO] წიტაიშვილმა ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] წიტაიშვილის პირველი გოლი საფრანგეთში და ორი პენალტი კომპენსირებულ დროში – “მეცი” “ბრესტთან” დამარცხდა
[VIDEO] აბუაშვილის სადებიუტო გოლი საფრანგეთში – “მეცმა” ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა
წიტაიშვილის 68 წუთი და “მეცის” ზედიზედ მესამე წაგება
წიტაიშვილის და აბუაშვილის “მეცი” სახლში “რენთან” დამარცხდა
ლუის ენრიკემ “ატლეტიკთან” მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი – “კვარას” პსჟ ბილბაოში “ატლეტიკს” ფრედ ეთამაშა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა – “მეცმა” ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ატლეტიკთან” მატჩში?