რა შემთხვევაში კარგავს პარტია ბიუჯეტიდან დაფინანსებას

გუშინ, 26 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ () განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წლის საპარლამენტო ს შედეგების საფუძველზე დაფინანსების უფლება შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოიპოვა.

ცესკოს მიხედვით, დაფინანსების უფლება შემდეგმა პარტიებმა მიიღეს:

  1. ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;
  2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  3. კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა;
  4. გახარია საქართველოსთვის;
  5. ლელო საქართველოსთვის;
  6. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
  7. ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი.

მათივე ცნობით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა კოალიციამ ცვლილებისთვის.

იმავე საღამოს, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მ საკუთარ Facebook-გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ დანარჩენმა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ “სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს”.

“ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო – აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს”. – წერს გვარამია.

გვარამიას ასევე Facebook-ით უპასუხა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, მ და მისი განცხადება “ქოცურ” ნარატივს შეადარა, რომელიც “სხვა არაფერია ოცნების “მესიჯბოქსში” და სცენარში მონაწილეობა”.

“ახლა გეტყვით ჩვენს პოზიციას – ჩვენგან არჩეული დეპუტატების ხელფასები ჩახსნილია. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მისი გაჩერება მოხდება მომენტალურად, როგორც კი მანდატების გაუქმებაზე ჩვენი განცხადებები დაკმაყოფილდება. მანამდე კი, ამ მცირე თანხას მოვახმართ საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულების და უამრავი ადამიანის მხარდაჭერას, რასაც ისედაც ვაკეთებთ. პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს.

P.S. როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა, საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა “ოცნების” “მესიჯბოქსით” საუბრობ, დაე ღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს. ან, ვის აწყობს ახლა ოცნების მიმართ ამერიკული შტურმის გადაფარვა და 29 დეკემბრის წინ ამომრჩევლის დაბნევა?!” – წერს ხაზარაძე.

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის თქმით, რეალურად, ცესკო პარტიულ დაფინანსებას პარტიას მისცემს თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, პარლამენტში სიის გასული დეპუტატებიდან რა ნაწილი შევა, “ანუ ნაცებიდან 16 გავიდა და აქედან 8 თუ არ შევიდა, დაფინანსება არ ექნება პარტიას. შესაბამისად, გავიდა ერთი თვე, პარტია არ შევიდა, დაფინანსება არ არის”.

“მოდი ამასაც მე ვიკისრებ და მერე ერთობის ხათრით გავჩუმდები ცოტა ხანი. დიდი შეცდომა იყო ზუგდიდში ქოცური ბიუჯეტისთვის, ქოცებთან ერთად, ხმის მიცემა. ეს ვერ გადაიფარება ვერანაირი გამოგონილი თემით და ქოცური სტილის პიარით. ხალხი დებილი არ არის. შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო, მაგრამ მუდმივად ვერ.

ჩვენ რომ არ გვეთქვა ამაზე საჯაროდ, ისე გაივლიდა თემა, ვერც ვერავინ გაიგებდა და შერჩებოდა ოცნებას ოპოზიციით გაპრავებული ტიტუშკების გაზრდილი ხელფასების ბიუჯეტი.

თან გვიმტკიცებენ, რომ ყველა ანუ სამი ოპოზიციური პარტია გაბო*და (ბოდიში, საზოგადოებასთან) ერთადერთის გარდა.

რეალობა ასეთია, ცესკომ ოფიციალური წერილი გაუგზავნა ყველა პარტიას დაფინანსებაზე. ვიღაცეებმა ჩათვალეს, რომ უნდა ეპასუხნათ, ჩვენ ჩავთვალეთ (სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც), რომ საერთოდ გვკიდია, ცესკო რას მოგვწერს რამეზე და დავტოვეთ უპასუხოდ.

ახლა მეორე: ცესკო პარტიულ დაფინანსებას პარტიას მისცემს თუ არა, დამოკიდებულია შემდეგზე: თუ პარალმენტში შევა სიის გასული დეპუტატების ნახევარი – და არანაკლებ ნახევრისა. ანუ ნაცებიდან 16 გავიდა და აქედან 8 თუა არ შევიდა დაფინანსება არ ექნება პარტიას. შესაბამისად, გავიდა ერთი თვე, პარტია არ შევიდა, დაფინანსება არ არის.

ენმ-ს სია ჩახსნილი აქვს და უარი თქვა მანდატებზე. შესაბამისად, პარლამენტის შესვლას არ ვაპირებთ. ეს, რა თქმა უნდა, ამ თემის სპეკულაციის ავტორებმაც იციან. ისიც იციან, რომ რუსულ ფულზე მათგან საუბარი უხერხულია.

ისევ ერთობის ხათრით არ განვავრცობ, თორემ 88 000 ხელფასი გაღატაკებულ ქვეყანაში არაა ცუდი. თუ მაგაზეა, უფრო ვრცლადაც შეიძლება, ვის ოლიგარქის პარტიას გვეძახდნენ და ვის საიდან რა დაფინანსება ჰქონდა ამ არჩევნებზე.

ამიტომ, დაუშვით შეცდომა? აღიარეთ და კარგია. დანარჩენის გაშლა არ მგონია, გაწყობდეთ. შეცდომა ყველას მოსდის, შეცდომის აღიარება უნდა შეგეძლოს ისე, რომ თან თავს არ იმართლებდე და კიდევ უფრო მეტ შეცდომას არ უშვებდე, თორემ ხალხი ისედაც ხვდება და იცის”. – წერს წითლიძე.

პარტია გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პოლიტიკური ფინანსები არ არის კავშირში ვინმესთვის ან რამისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებასთან, ხოლო ბიუჯეტიდან მიღებული ფული ეკუთვნის ამომრჩეველს.

“რადგან აღვირახსნილ, ბინძურ კამპანიას ვადევნებთ თვალს, იძულებული ვარ, ასეთ მძიმე დროს, პარტიულ დაფინანსებაზეც მოვყვე რაღაც ანა-ბანა:

პოლიტიკური ფინანსები საერთოდ არ არის კავშირში ვინმესთვის ან/და რამისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებასთან;

თუ ს და ოცნებას ლეგიტიმაცია სჭირდება (რომელიც ვერასდროს ექნება) ისევ ასადს, მადუროს და ლუკაშენკოს მიაწვეს, “ოპოზიციიდან” კიდევ სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილ მაჭარაშვილს;

საბიუჯეტო დაფინანსება არ არის ივანიშვილის მოწყალება, რომლის ბენეფიციარიც ბევრი “ოპოზიციონერი” ყოფილა წარსულში და როგორც წყაროზე ამბობენ, ზოგიერთები არც ახლა უჩივიან ბედს;

ბიუჯეტიდან ეს ფული ეკუთვნის ჩვენს ამომრჩეველს, მისი მოპოვებულია და მხოლოდ ამ ადამიანების გადასაწყვეტია, რა და როგორ იქნება – მხოლოდ მათ წინაშე აქვს პარტიას პასუხისმგებლობა – ეს არ არის პარტიაში ვინმეს ხელფასი და პრივილეგია;

ერთადერთი პარტია ვართ, რომლის უკან არასდროს მდგარა ოლიგარქი, მსხვილი კაპიტალი, უჩინმაჩინები, ტელევიზიები, ჭუჭყიანი და გაუმჭვირვალე ფული, აქამდე მოვედით სუფთა ხელებით, ანგარიშებზე არსებული ყადაღებით, რომელიც რამდენიმე წელია გვადევს, მაგრამ ამის მიუხედავად, არ დაგვიხრია თავი რეჟიმთან ბრძოლაში, რომელიც განსაკუთრებით დევნიდა და ავიწროვებდა ჩვენს პარტიას.

არ გვაქვს არავის წინაშე ფარული ვალდებულებები და ჩვენს პოლიტიკაზე ვერავინ ვერასდროს მოახდენს გავლენას – ესაა ჩვენი ძალა – ღ ი ა ო ბ ა და გ ა მ ჭ ვ ი რ ვ ა ლ ო ბ ა, რაც თითოეულ ჩვენს თანაგუნდელს ეამაყება და აძლიერებს ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ სახელოვნად – სუფთა ხელებით.

თქვენს თავს დაუსვით ერთადერთი შეკითხვა, ვისაც ახლა განხეთქილებისა და ძირითადი საკითხიდან ყურადღების გადასატანად შემოაქვს ეს თემა, კობახიძის ინტერვიუს დაათრევს საკუთარ კედელზე და მნიშვნელობას სძენს და აძლიერებს მის ისტერიულ ბოდვებს ლეგიტიმაციაზე, შემთხვევით ხომ არ აღძრავს ეჭვებს კეთილსინდისიერებაზე?!

და ბოლოს, ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, ამ ბრძოლას ბუნებაში ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს, ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი!” – წერს სიჭინავა.

საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 4-დან 3-მა ბარიერგადალახულმა პარტიამ და დამატებით 2-მა პარტიამ, რომელმაც მიიღო დაფინანსება, აღიარა არჩევნების შედეგები.

კობახიძის თქმთ, თებერვალში, როდესაც გაიხსნება მომდევნო საპარლამენტო სესია, შეიძლება, ეს პარტიები ოცნებაზე “ადრე შევიდნენ პარლამენტში”.

“4-დან 3-მა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით 2-მა პარტიამ, რომელმაც მიიღო დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები. რეალურად, ყველა ხედავს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა არის დარწმუნებული, უბრალოდ მათ დაიწყეს გარკვეული თამაში პატრონების დავალებით, უნდა ეცადათ ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი მეთოდებით, თუმცა ესეც ჩავარდა. ახლა წავა განსხვავებული პროცესი. თებერვალში, მე მგონია, რომ შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში, როდესაც გაიხსნება მომდევნო საპარლამენტო სესია.

მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს ეს პარტიები საკუთარმა პატრონებმა და ამას უკავშირდება ის არათანმიმდევრულობა, რაც არის დღეს აშკარად სახეზე. ერთი პარტია ამბობს ერთს, დანარჩენები ამბობენ სხვას, არის სრული შეუთანხმებლობა მათ შორის. ერთი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ყველა დანარჩენმა აღიარა. ეს ყველაფერი არის იმ არათანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი, რაც მათი მხრიდან გადაიდგა. მათ სცადეს რევოლუციის მოწყობა ძალადობრივი მეთოდებით, ჩაუვარდათ და ახლა არიან აბსოლუტურად დეზორიენტირებული. ეს არის მათი არათანმიმდევრული ნაბიჯების მიზეზი”. – თქვა კობახიძემ.

საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო.

პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს თანხას საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის – 5 ლარის ოდენობით.

პოლიტიკურ  პარტიას უფლება აქვს, მისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში უარი თქვას ამ დაფინანსების მიღებაზე. ამისთვის მან სათანადო წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

ასევე, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ