ფინანსისტის, ვასილ რევიშვილის აზრით, თუ ქვეყანაში ფისკალური კრიზისი შეიქმნება, მაშინ ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ისაუბრა.
მისივე შეფასებით, IMF-ის პროგრამის შეჩერებით, საქართველოს აღარ ჰყავს არბიტრი, რომელიც დამარწმუნებელი ინსტიტუცია იქნება და ხშირად სახელმწიფოსთვის და პირველი პირებისთის ბიძგის მიმცემი, რომ სწორი ნაბიჯები გადადგან.
„IMF-ის პროგრამის შეჩერების პრობლემა არის ის კი არა, რომ ობიექტური მთვლელი არ გვყავს, არამედ ობიექტური მსაჯი არ გვყავს, ანუ არბიტრი. ეს პროგრამა ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას მონეტარულ დახმარებას უწევდა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარება, ექსპერტიზა და რაღაც დათმობებზე იძულება.დარწმუნება, რომ სწორი რეფორმები და სწორი ნაბიჯები გადაიდგას სახელმწიფოს მიერ.
დღესდღეობით, ესეც კი თუ ჩამოიშლება ის პოლიტიკური კრიზისი რომელიც არსებობს, მეშინია ფისკალურ კრიზისში არ გადაიქცეს. ეკონომიკური კრიზისი უკვე სადღაც შუაშია. ფისკალური კრიზისი თუ შეიქმნა, ეკონომიკური კრიზისი მაშინ გარდაუვალია“, – ამბობს ფინანსისტი.
