რა შემთხვევაში ითამაშებს საქართველოს ნაკრები პლეი ოფში – ევრობასკეტი 2025

ევრობასკეტი 2025-ის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა. საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა ოთხი მატჩი, ორი მოიგო და ამდენივე წააგო.
ბოლო ტურში ჩვენი გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდება. როგორც წინასწარ ვვარაუდობდით, მერვედფინალში თამაში სწორედ ბოლო ტურის მატჩის შედეგზეა დამოკიდებული.
მოცემულობა მარტივია: თუ საქართველო დაამარცხებს ბოსნიას, მოიპოვებს პლეი ოფის საგზურს.
ოღონდ ჯგუფში რომელ ადგილზე გავა, უკვე დღის ბოლო შეხვედრაზე, საბერძნეთი-ესპანეთის მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული.
უარესი ვარიანტი შანსით: საქართველოს ნაკრებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან წაგების შემთხვევაშიც რჩება ჯგუფიდან გასვლის შანსი. ამისთვის აუცილებელია, საბერძნეთმა ესპანეთი დაამარცხოს, რის შემდეგაც საქართველო და ესპანეთი ჯგუფურ ეტაპს ორ-ორი მოგებით დაასრულებენ და ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე მეოთხე ადგილზე ჩვენი გუნდი გავა. ესპანეთი და კვიპროსი კი ევრობასკეტს დაემშვიდობებიან.
შეგახსენებთ, რომ ექვსგუნდიანი ოთხ-ოთხი ჯგუფიდან მერვედფინალში საუკეთესო ოთხეული გადის.
ვრცლად პირველ არხზე