ფინანსთა სამინისტრომ დამატებული ღირებულების გადასახადის ადმინისტრირების წესი გაამკაცრა. ბრძანების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნისთვის, ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს რამდენიმე იურიდიული პირი, შპს ანდაც ინდმეწარმე. ამისთვის კი შემდეგი კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს – კომპანიების საქმიანობასთან და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი უნდა იღებდეს, ასევე მათი საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტური უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპანიებს საგადასახადო მიზნებისთვის ერთ დასაბეგრ პირად განიხილავს და იმ შემთხვევაში, თუკი მათი ჯამური ბრუნვა 100 ათას ლარს გადააჭარბებს, მათ დღგ-ს გადახდის ვალდებულება გაუჩნდებათ.
რას ემსახურება საგადასახადო ცვლილებები და როგორ აისახება ისინი მცირე მეწარმეების საქმიანობაზე, “ანალიტიკას” ეთერში თეონა ჯუნჭულია, Loialte-ს საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი საუბრობს.