Royal Caribbean-ის „აიქონ“ კლასის საკრუიზო გემი, Legend of the seas ხმელთაშუა ზღვაში პირველად იმოგზაურებს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ტურისტული კომპანია Via Travel-ის დამფუძნებელმა, ნინო ნამგალაძემ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, Royal Caribbean მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საკრუიზო კომპანიაა, რომელიც ინოვაციური მიდგომებითა და უმსხვილესი, ულტრათანამედროვე გემებით არის ცნობილი. მისი უახლესი კლასის „აიქონის“ გემებიდან ერთ-ერთი, Legend of the Seas კი, 2025 წლის ზაფხულში ხმელთაშუა ზღვაში იმოგზაურებს.
„გემი ხმელთაშუა ზღვის აუზში ივლისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე იმოძრავებს, რაც მგზავრებს უნიკალური მარშრუტით რეგიონის ქვეყნების დათვალიერების და გემზე არსებული სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
კრუიზის ღირებულება არ არის იაფი. ამ დროისათვის მისი ფასი ადამიანზე 4500 ლარიდან იწყება, თუმცა ამას დამატებით გადასახადები დაემატება იმის გათვალისწინებით, თუ რა მოთხოვნები აქვს სტუმარს. საუბარია შიდა კაიუტაზე“, – თქვა მან და დასძინა, რომ ამ დროისათვის მათ კომპანიას რამდენიმე ჯავშანი უკვე აქვს.
