რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი მსოფლიო ბირჟებსა და საქართველოში

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 190 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.65%-ით ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 90.84 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 3.76%-ით მომატებული ფასია.

ოქრო უმნიშვნელოდ გაიაფდა საქართველოში. უფრო კონკრეტულად,1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 453 ლარია, 750-სინჯიანი – 340 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 265 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.33 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.67 ლარად არის შესაძლებელი.