რა ღირს ფასიანი სანომრე ნიშნები?

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ავტომობილის სასურველი სანომრე ნიშნის დამზადება ფასიანია და მისი ღირებულება 150 ლარიდან 10 000 ლარამდე ღირს.
სანომრე ნიშნის ფასი დამოკიდებულია ციფრების კომბინაციაზე და იმაზე – სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ორია ერთი და იგივე, თუ სერიაში ლათინური ასოების ერთნაირი წყვილებია.
სააგენტოს ინფორმაციით, უფრო ძვირი ის სანომრე ნიშნები ღირს, სადაც 3-რიცხვიან კომბინაციაში სამივე ერთი და იგივე რიცხვია და ლათინური ასოებიც ერთი და იგივეა, მაგალითად, სანომრე ნიშანი AA-111-AA 1000 ლარი ღირს, AB-777-AB – 800 ლარი; AA-111-BC – 700 ლარი.
ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომელიც შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ციფრების ან ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციისაგან, მაგალითად – DATO1 კი 10 000 ლარი ღირს.
მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის ერთი სახელმწიფო სანომრე ნიშნები, რომლის ციფრების კომბინაციაა 0001, 1000, 1111 ან 9999 – 300 ლარი ღირს.
სააგენტოს განმარტებით, ავტომობილის სანომრე ნიშნად სასურველი სახელის გამოყენებისას კანონმდებლობის შესაბამისად ასოთა ან/და ციფრთა კომბინაცია არ უნდა აღემატებოდეს 7 ერთეულს და არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას, ადმინისტრაციული ორგანოს სახელწოდებას (აბრევიატურას) ან უხამსობას, აგრეთვე არ უნდა შეურაცხყოფდეს ან არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრადიციასა და ზნეობრივ ნორმებს.